წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალ გამოცემას - „ფარმაციის ისტორია საქართველოში".
„პირველი „წამალთხანა" თბილისში 1740 წელს კათოლიკე მისიონერებმა გახსნეს; ბევრად ადრინდელი ძეგლები ძვ.წ.აღ VI-IV სკ. უფლისციხესა და XII-XIII სკ. ვარძიაში შემორჩენილი უძველესი „წამლის სახლები"-ს ფრაგმენტებია; XIX საუკუნეში გერმანელი პროვიზორების მიერ არაერთი აფთიაქი დაარსდა თბილისში" - ვკითხულობთ წიგნში „ფარმაციის ისტორია საქართველოში".
გამოცემა არაერთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტსა თუ ფოტომასალას მოიცავს.
#ეროვნულიბიბლიოთეკა